ერთი შეხედვით უზრუნველი ცხოვრება, რომელიც ტოპ სპორტსმენებს აქვთ და დიდი ჯაფის შემდეგ მოდის, მაგრამ მედლის მეორე მხარეს ბევრი ფულით გამოწვეული თავის ტკივილი. მოკლედ, ფული არ გაქვს ვაი და თუ გაქვს ვუიო, ხანდახან ვარსკვლავები ასეთ სიტუაციაშიც ვარდებიან.
დომინიკ ტიმს ჩოგბურთის მოყვარულთათვის წარდგენა არ სჭირდება. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, როგორც იქნა მოახერხა და წლეულს პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. მან ამერიკის ღია პირველობაზე იყოჩაღა, სადაც დინალში ალექსანდრე ზვერევს მოუგო.
დომინიკს კორტზე თითქოს ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ მის მიღმა პრობლემები ქარცეცხლშია და სასამართლოში სიარულიც უწევს. საქმე მის ყოფილ მწვრთნელს გიუნტერ ბრენსიკს ეხება, რომელმაც სარჩელი შეიტანა და ტიმს ფულს თხოვს. მისი თქმით, ჩოგბურთელისგან 450 ათასი ევრო ეკუთვნის.
„ტიმის რამდენიმე სასპონსორო ხელშეკრულება ჩემი დამსახურებაა, რომლებთანაც ხელი ჩემი მწვრთნელობის დროა მოაწერა და ამ მათთან თანამშრომლობას დღესაც აგრძელებს. ამიტომაც, სამართლიანად მიმაჩნია, რომ სპონსორებისგან მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი მე მეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ტიმის სამწვრთნელო შტაბში აღარ ვიმყოფები“ – ამბობს დომინიკ ტიმის ყოფილი დამრიგებელი.
მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სასამართლო დარბაზში ერთმანეთთან აღარ იდავებენ და არც ადვოკატებს ჩართავენ. ძველი ურთიერთობის ხანთრით, ადამიანურად მორიგების იმედი აქვთ.








