პრემიერლიგაში ე.წ. „ბოქსინგი“ გაჩაღდა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს არც ახალი წლის დღეებში მოაწყენს.
„ჩელსის“ ქომაგთა სამწუხაროდ, მათმა საყვარელმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის ეს გიჟური პერიოდი წარუმატებლად დაიწყო. არისტოკრატებმა ლონდონურ დერბიში არსენალთან სტუმრად 1:3 წააგეს და მე-7 ადგილზე დაქვეითდნენ.
რაც შეეხება „არსენალს“, გუნდი უმწვრთნელოდ დარჩენას სწორედ ამ გამარჯვებამ გადაარჩინა. მეთოფეებს 7 მატჩიანი წარუმეტებელი სერია ჰქონდათ და არტეტასაც წყალი ჰქონდა შემდგარი. „ჩელსისთან“ პრინციპულმა მოგებამ კი მას თანადმებობა შეუნარჩუნა.
ამასობაში გაწბილებულია ფრენკ ლამპარდი:
„რატომღაც, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე თავიდანვე უიმედოდ გავიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე რა მდგმარეობაში იყო, მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ყურადღების მოდუნება არ შეიძლებოდა. ეს მარცხი საქმისადმი არასწორი დამოკიდებულების ბრალია.
თანამედროვე ფეხბურთი დიდ სისწრაფეებზეა აგებული. სხვაგვარად წარმატების მიღწევა რთულია. ბიჭებს მარტივი დავალება მივეცი – შეუტიეთ სწრაფად და სწორად, მაგრამ მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს“ – თქვა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „ჩელსის“ დამრიგებელმა ფრენკ ლამპარდმა.





