უკრაინაში საომარი მოქმედებები მესამე დღეა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გუშინწინ გამთენიისას გამოუცხადა და ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევში მიმდინარეობს.
ამ რთული მდგომარეობის ფონზე, 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონ ძიუდოისტს, დარია ბილოდიდს უკრაინა არ დაუტოვებია.
ოლიმპიური ჩემპიონი, უჟგოროდშია და საკვებ პუნქტში მოხალისედ მუშაობს.










