უკრაინაში საომარი მოქმედებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევში, ხარკოვში და რამდენიმე სხვა ქალაქში მიმდინარეობს.
ამ მდგომარეობის ფონზე, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი შვილთან ერთად უკრაინაში იმყოფება.
ფოტოებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.










