საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ფეისბუქზე პროფილის ფოტოდ უკრაინის დროშა დააყენა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ვლოცულობ უკრაინისთვის. გამაგრდით”, – წერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მეორე დღეა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გუშინ გამთენიისას გამოუცხადა და ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევის მისადგომებთან მიმდინარეობს.








