ფიფამ ოქტომბრის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 3 საფეხურით არის დაწინაურებული.
ვილი სანიოლის გუნდი 1243 ქულით 93-ე ადგილზე დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა გამართა. 9 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთთან 0:2 დამარცხდნენ, 12 ოქტომბერს კი კოსოვოს ნაკრები სტუმრად 2:1 დაამარცხეს.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, სიის სათავეში კვლავ ბელგიის ნაკრები იმყოფება. მეორე პოზიციაზე ბრაზილიის ნაკრებია, მესამე ადგილზე კი ერთა ლიგის გამარჯვებულმა, საფრანგეთის ნაკრებმა გადაინაცვლა.





