როცა პირითხაზთან ხედავ ამ ელეგანტურ, ტანთხელ და თანამედროვე მამაკაცს, ვერ წარმოიდგენ, რომ მისი ბავშვობა და ახალგზარდობა ღრეობაში იყო ჩაფლული. სამიკიტნო, რომელსაც სტრასბურგში მცხოვრები ვენგერები ფლობდნენ, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. არსენი პატარაობიდანვე ეხმარებოდა მშობლებს: მაგიდებთან შეკვეთილი მიჰქონდა, წმენდდა ჭიქებს. სამიკიტნოში ფეხბურთის ფანები იკრიბებოდნენ, რის გამოც, რასაკვირველია, გარდაუვალი იყო ალკოჰოლი, აგრესია და ჩხუბები.

ყველაზე ავადმოსაგონარი დღე 1961 წლის 6 მაისს დადგა, როცა ინგლისის თასის ფინალი ,,ტოტენჰემმა” მოიგო და შემდეგ მუშტკი-კრივი ატყდა, რამაც ირგვლივ ყველაფერი დალეწა და გაანადგურა.
ასეთ ადგილას მუშაობა ბევრი ბავშვისთვის შიშის მომგვრელი იქნებოდა, მაგრამ არა 7 წლის არსენისთვის. არსენი მოჩხუბარი მთვრალი ქომაგებისგან ფეხბურთს სწავლობდა და ითვისებდა. ვენგერი ქომაგთა ქცევას ადევნებდა თვალ-ყურს, აკვირდებიდა მათ რეაქციებს და შეხედულებებს კლუბებსა და მოთამაშეებზე.

დაუსრულებელი განხილვები ამდიდრებდნენ მის წარმოსახვას, ხოლო შემდეგ საათობით ფიქრობდა, რას შეცვლიდა ის ამათუ იმ გუნდის თამაშში. ,,მაშინ მეჩვენებიდა რომ ფეხბურთი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ იყო, რადგან ჩემს ირგვლივ ყველა მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობდა”, – იხსენებს ვენგერი.
სამიკიტნოში მუშაობა არსენს მარტო მწვრთნელის უნარების გამომუშავებაში არ დახმარებია, მას ის ,,არსენალში” მუშაობისას დაეხმარა გალოთებულ ტონი ადამსთან ბრძოლაშიც. ,,მეთოფეთა” ვარსკლავი ამაოდ ცდილობდა ალკოჰოლისგან თავის დაღწევას, და სწორედ არსენის გაუთავებელმა საუბრებმა, რა დროსაც ის ბავშვობის წლებში თავის ბარში ნანახს უყვებოდა შეგირდს, ადამსს ალკოჰოლისთვის თავის დანებებაში დაეხმარა.

სერ ალექსის ხასიათი კი მეზღვაურთა, ლოთებისა და მეძავების კამპანიაში იწრთობოდა. 1971 წელს 33 წლის ფეხბურთელ ალექს ფერგიუსონს შოტლანდიაში ყველა იცნობდა, თუმცა მას უკვე მწვრთნელობა სურდა. ,,ისტ სტერლინგშირი” ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელიც გამოუცდელ მწვრთნელს სამსახურზე დათანხმდა. მაგრამ ფერგის მადის ნახევარი დაუკმაყოფილეს და 40 ათასი ფუნტი დაუნიშნეს კვირაში. გამოსავალი ახალბედა მწვრთნელმა მალევე ნახა – დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მან ბარი შეიძინა და საკუთარი სახელი ,,ფერგი-ბარი” დაარქვა.
ბარმა ზემოდ ნახსენებ პროფესიის ხალხში სწრაფადვე მოიპოვა პოპულარობა.
ფერგი ხშირად ჩამდგარა მოჩხუბართა შუაში გასაშველებლად, ხანდახან კი კარგად გალამაზებულიც დარჩენილა. ამის გამო დამწყები მწვრთნელი გუნდის ვარჯიშებს ჩალურჯებული და დაბეჟილი ატარებდა ხოლმე.

ფერგი იხსენებს: ,,თქვენ იქ ნამდვილად ვერ შეხვდებოდით სილვესტერ სტალონეს ანდა არნოლდ შვარცნეგერს. აი, მარცხენა ხელის შემორტყმით სამი კაცის დამწვენს კი თავისუფლად”.
ბარში ველური ისტორიები ხდებოდა: ვიღაცა 40-ათასიან ვისკის იპარავდა, აქ შემოდიოდა ძებნაში მყოფი გლაზგოელი რეციდივისტი, რომელიც კინაღამ პაბთან გაჩერებულ საკუთარ მანქანაში დაწვეს, მოკლედ პოლიციამ ფერგის ფათერაკიანი ბარის დახურვა სთხოვა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში ფერგიუსონმა დაწერა, რომ ეს ბარი დაეხმარა მას უკეთესად შეესწავლა ადამიანის ბუნება, მისწრაფებები და ოცნებები.
სწორედ ფერგი გახდა პრემიერლიგის იმ ტრადიციის მამამთავარი, რომელსაც ახლა თითქმის ყველა იყენებს – მატჩის შემდეგ მწვრთნელები მასპინძელი გუნდის დამრიგებლის ოთახში ერთი ჭიქა ღვინის თანხლებით ოცდაათიოდე წუთით რომ განიხილავენ ხოლმე შეხვედრის პერიპეტიებს და ბჭობენ უბრალოდ ცხოვრებაზე.








