გახსოვთ სტეფან ლიხშტაინერი? „იუვენტუსის“ ქომაგესბ წესით არ უნდა დავიწყებოდათ. შვეიცარიელი ფეხბურთელი ტურინული გუნდის ღირსებას წლების მანძილზე იცავდა. შვეიცარიელი ფეხბურთელი თბილისშიც ნამყოფია და დინამო არენაზეც უთამაშია, როდესაც მისმა გუნდმა საქართველოს ნაკრებს მოუგო.
სტეფან ლიხშტაინერმა კარიერა 2020 წელს დაასრულა და მეტად საინტერესო და ცოტა არ იყოს უცნაური არჩევანი გააკეთა. ის მესაათე გახდა და ქალაქ ციურიხის ფაბრიკაში ამ ეტაპზე სტაჟიორად მუშაობს.
ლიხშტაინერს გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ პროფესიად სწორედ მესაათეობა გაიხადოს.

„საათები ყოველთვის მიყვარდა. მინდა რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და ზოგადად საათების ინდუსტრიას გავეცნო. ყველასათვის ცნობილია, რომ შვეიცარია საათებით განთქმული ქვეყანაა“ – აღნიშნავს ლიხშტაინერი.
„იუვენტუსის“ შემდეგ ლიხშტაინერი „არსენალში“ გადაბარგდა, ხოლო ბოლოს გერმანულ „აუგსბურგში“ ითამაშა.








