38 წლის ლეგენდარული მეკარე პეტერ ჩეხი მოედანს დაუბრუნდა. ჩეხმა გოლკიპერმა ლონდონის ჩელსის U23 გუნდში, „ტოტენჰემის“ ასაკობრივ გუნდთან ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანი მეკარის ფეხბურთში მობრუნება არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ჩეხმა შეხვედრის საწყის 17 წუთში მეტოქისგან 2 გოლი გაუშვა, თუმცა თანაგუნდელებმა მატჩის „დატრიალება“ მაინც შეძლეს და საბოლოოდ შეხვედრა 3:2 მოიგეს.
ცნობისთვის, პეტერ ჩეხმა საფეხბურთო კარიერა 2019 წლის ზაფხულში დაასრულა, რის შემდეგაც ჰოკეიში გადაინაცვლა და კლუბ გილფორდ ფენიქსში შეუდგა ვარჯიშს. რამდენიმე თვის წინ ის ჩელსის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა, მოგვიანებით კი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშების განაახლა.





