ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მთავარი შეხვედრა ენფილდზე გაიმართება, სადაც “ლივერპული” მანჩესტერ “სიტის” უმასპინძლებს. მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა, რომ კლოპი მას დაეხმარა, რომ უკეთესი მწვრთნელი გამხდარიყო.
“კლოპი დამეხმარა. მისი გუნდების წყალობით მე უფრო ძლიერი გავხდი, ისინი ჩემთვის ახალ დონეზე ასასვლელად სტიმულს წარმოადგენდნენ. განვითარებისთვის კლოპის გუნდების დამარცხება მჭირდებოდა და ამიტომაც ვარ ჯერ კიდევ ამ სფეროში. ბევრი მწვრთნელს შორის ერთ-ერთი იურგენია, რომელიც გაიძულებს, კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგა. გერმანიაში მომიწია მის გუნდებთან შეხვედრა, შემდეგ კი ინგლისში ბევრჯერ დავუპირისპირდით და ყველა თამაში შესანიშნავი იყო. ჩვენს გუნდებს საერთო იდეები აქვთ. ისინი ჩვენზე სწრაფად თამაშობენ, მაგრამ მთლიანობაში ორივეს გამარჯვების მოპოვების საერთო სტილი გვაქვს”, – თქვა გვარდიოლამ.
მანჩესტერ “სიტი” პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ლივერპულს” ერთი ქულით ჩამორჩება.





