პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა.
ქართველთაგან პირველი ყინულზე, მორის ყვითელაშვილი გავიდა და 92.37 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. მორისმა თავისი გამოსვლით საქართველოს 7 ქულა მოუტანა.
რითმულ ცეკვაში კი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ვიხილეთ და 64.60 ქულა დაიმსახურეს. კაზაკოვამა და რევიამ 3 ქულა გამოიმუშავეს.
მესამე დისციპლინაში, საფინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს და სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64.79 ქულა მიიღეს, რის შედეგადაც გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
ამ გამოსვლების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა.
ცნობისთვის, ქალთა ინდივიდუალური ციგურაობა 6 თებერვალს გაიმართება და საქართველოს სახელს ანასტასია გუბანოვა დაიცავს.








