UFC-ში, მსუბუქ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მე-8 ორთაბრძოლა გამართა. „ქართველი ნინძა“ წონის რეიტინგის მე-5 ნომერს, კელვინ კატარს დაუპირისპირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი გიგას კარიერის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო.
ორთაბრძოლა UFC Fight Night-ის მთვარი ივენთის ეგიდით ჩატარდა და ჩვენდა სამწუხაროდ, კელვინ კატარის გამარჯვებით დასრულდა.
ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
”პატივისცემა კატარს” – წერს ჭიკაძე.
აღნიშნული მარცხი, გიგასთვის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, პირველი გახლდათ.
Respect @CalvinKattar pic.twitter.com/T8GNWX4qNA
— GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) January 16, 2022





