საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პაატა გურასპაულმა პრეზიდენტობის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ, გურასპაულმა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ვიქტორ სანიკიძე იქნება წარმოდგენილი, რომელიც მის გუნდთან ერთადაც იმუშავებს.
გურასპაულთან ერთად, თანამშრომლობაზე მზადყოფნა ვიქტორ სანიკიძემაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მთავარი მიზანი ქვეყანაში კალათბურთის მასობრიობის და წარმატებების გაზრდა იქნება.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.








