ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა აქტივში მეხუთე გოლი ჩაიწერა. ქართველმა ფეხბურთელმა მე-16 ტურში, „რიდს“ გაუტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო.
„შტურმმა“ საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი გამარჯვება და 3 ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მე-9 წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა კი შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც 2:1 დამარცხდნენ.
სასიხარულოა, რომ ოთარ კიტეიშვილი კარგ სათამაშო ფორმაშია და „შტურმში“ სისტემატიურად თამაშობს. ამჯერადაც მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
„შტურმი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ ვენის „რაპიდს“ 3 ქულით ჩამორჩება.








