ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩში გრაცის “შტურმმა” შინ სლოვენიურ “მურას” უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ავსტირელთა რიგებში მატჩის 39-ე წუთზე ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით გახსნა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე გახლდათ და თავის გუნდს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
შეხვედრის 66-ე წუთზე იაკობ იანჩერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ოთარ კიტეიშვილი მატჩის 76-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსნებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილთან ერთად “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იასპარეზებენ.








