გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი კოსოვოსთან მატჩის მე-10 წუთზე მიღებული ტრავმის გამო “ჯვაროსნებს” ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ ვეღარ დაეხმარება. ოთარი “შტურმში” დაბრუნდება და გამოკვლევებს ჩაიტარებს.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება 8-ში კი უკვე ამხანაგურ მატჩს გამართავს სტუმრად ბულგარეთში.





