საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ოთარ კაკაბაძე კარიერას ,,კრაკოვიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას პოლონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ოთარ კაკაბაძის ბოლო გუნდი ,,ტენერიფე” იყო. 25 წლის მცველმა გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 16, კოპა დელ რეიზე კი 3 შეხვედრა ჩაატარა.
,,კრაკოვიამ” პოლონეთის უმაღლესი ჩემპიონატის – ექსტრაკლასას 2020-2021 წლების სეზონში ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა (16-გუნდიან ჩემპიონატში).





