UEFA-მ „კონფერენს ლიგაზე“ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარის, გიორგი ლორიას თამაში გამოარჩია.
გათამაშების პირველ ტურში თემურ ქეცბაიას გუნდი საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, ქართველი მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და რამდენიმე ეფექტური სეივიც შემოგვთავაზა, მათ შორის ერთ-ერთი კი უეფას ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.








