თელ-ავივის გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს გასული ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილმა შეძლო.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტატალაშვილს სულაც ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ტურნირის მომავალ ჩემპიონთან რუნიმელ ალექსანდრ რაიჩუსთან დამარცხდა.
სამაგიეროდ ხელიდან აღარ გაუშვლა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი და შვედ ტომი მაკიასს შანსი არ დაუტოვა.
სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილმა თანაგუნდელს და მეგობარს მხარი ვერ აუბა და ბრინჯაოს უმედლოდ დარჩა, არადა ისიც ტატალაშვილის დარად ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობდა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულთან დათმო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე 3 მედალი ჩხრიალებს. ორი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი. შეგახსენებთ, გუშინ ბრინჯაოს მედალს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო ვერცხლს ვაჟებში თემურ ნოზაძე დაეუფლა.








