ბულგარეთში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში, ქართველი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ.
7 მარტს გამართული ნახევარფინალების შემდეგ, გიორგი შოთაძემ (63 კგ) და დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) ფინალში გააღწიეს, გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
დღეს ასევე, ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), ბექა გურულმა (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ)
ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
ნახევარფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება, ფინალურ ბლოკი კი 20:00 საათზე აიღებს სტარტს.








