ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს ორი ქართველ ფინალში იჭიდავებს.
ინა ქალდანმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდება. საგულისხმოა, რომ ინა პირველი ქალი პარაძიუსოისტი და ზოგადად ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადების ფინალში გასვლა შეძლო.
რაც შეეხება რევაზ ჩიკოიძეს, ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდება. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.
ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.





