ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზ გათამაშებაში, მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 4 ქართველი კიმონოისტი გავიდა, რომელთაგან ორმა ნახევარფინალში გასვლა შეძლო, თუმცა იქ ხელი მოეცარათ.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილს და ლაშა შავთადუაშვილს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალამდე გერმანელი ლუკას ვენეკოლდი, იტალიელი ფაბიო ბასილე და ბელარუსი ვადიმ შოკა დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ ალექსანდრ რაიჩუს ვეღარ გაუმკლავდა და ბრინჯაოს მედლისთვის შვედ ტომის მაკიასს დაუპირისპირდება.
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა შვეიცარიელი, ბულგარელი და შვედი მეტოქეების ჩამოცილება კი შეძლო, მაგრამ ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოს დაეჩაგვრინა. მესამე საპრიზო ადგილისთვის ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელს ტოჰარ ბუტბულს დაეჭიდება.
რაც შეეხება 81 კილოგრამში მონაწილე ქართველ ძუდოისტებს, ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი ტურნირს ისე გამოეთიშნენ, რომ რეპეშაჟშიც ვერ გადაინაცვლეს.
ამრიგად






