ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე ლუის ენრიკეს მიერ დასახელებული 23 ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია:
მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი)
მცველები: პედრო პორო (სპორტინგი) სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი) აიმერიკ ლაპორტე (მანჩესტერ სიტი), ერიკ გარსია (ბარსელონა), ინიგო მარტინესი (ატლეტიკ ბილბაო), პაუ ტორესი (ვილიარეალი), სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი), მარკოს ალონსო (ჩელსი)
ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), გავი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო მადრიდი), სერხი რობერტო (ბარსელონა)
თავდამსხმელები: ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), პაბლო სარაბია (სპორტინგი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (ვილიარეალი) ბრაიან ხილი (ტოტენჰემი).
ესპანეთი ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე სამ შეხვედრას გამართავს, ერთა ლიგის ნახევარფინალში ფურია როხა იტალიას დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს კი ლუის ენრიკეს გაწვრთნილი ნაკრები საბერძნეთის და შევედეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
🔢👕 OFICIAL | ¡¡Estos son nuestros dorsales para la #NationsLeague!!
😜 Aquí tenéis el listado completo con los números que lucirán los futbolistas de la @SeFutbol durante la Fase Final del torneo.#VamosEspaña pic.twitter.com/ZzY4ZB9IiT
— Selección Española de Fútbol (@SeFutbol) October 4, 2021






