ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებამდე 1 დღით ადრე, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„შვედეთთან თამაში სირღმისეულად გავაანალიზეთ და ახლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ თამაშში ბევრი პოზიტიური ნიუანსებიც შეინიშნებოდა და ბევრი რაღაც გვაქვს გამოსასწორებელი. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, დუელებში სწორი არ ვიყავი და სათამაშო ხარისხიც გასაუმჯობესებელი გვაქვს. იყო ბევრი პოზიციური შეცდომა, რაც მეტოქემ წარმატებულად გამოიყენა.
რაც შეეხება საქართველოს, ვიცით რომ ახლაც ბევრი სირთულე გველის. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის უპირატესობაა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში თამაში ბოლო წუთზე მოვიგეთ.
ფაქტია, რომ ახლა ძალიან თანაბარი სიტუაციაა და გუნდებს გამარჯვების მოსაპოვებლად ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. სწორედ ასეთ მატჩს ველი ხვალ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.





