ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირი ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბრაზილიელებმა ფინალში ესპანეთის ნაკრები დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და ოქროს მედალს დაეუფლნენ.
ანგარიში ბრაზილიელებმა გახსნეს 47-ე წუთზე თავი კუნიამ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში ესპანეთი გააქტიურდა, რასაც შედეგი 61-ე წუთზე მოჰყვა, ოიარსაბალმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დამატებით დროში კი ერთადერთი გოლის გატანა მალკომმა მოახერხა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს ზედიზედ მე-2 ოლიმპიადაზე ოქრო მოუტანა.





