საქართველოს ნაკრები “ესტადიო ნუევო ვივეროზე” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდისთვის ისეთი იოლი გამარჯვება არ ყოფილა.
“გარედან შეიძლება ადვილი მატჩი სჩანდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. თითქმის სრულყოფილად ვითამაშეთ, ზოგადადაც კარგი შეხვედრა იყო. ცუდი ამბავი ისაა, რომ თითქმის ყველა ცვლილება ტრავმების გამო გავაკეთე. საქართველოს ნაკრებში წინა მატჩთან შედარებით 6 ცვლილება იყო, მაგრამ შედეგისთვის იოლად არ მიგვიღწევია. როგორც ვთქვი, იდეალურად ვითამაშეთ, 4 გოლი გავიტანეთ და საგოლე მომენტები კიდევ გვქონდა. ყოველთვის ვუსმენ ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ მათაც უნდა მომისმინონ. გუნდში ისეთივე ატმოსფეროა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო, ახლა კი შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ”.
შეგახსენებთ, B ჯგუფს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს 10 ქულით, მაგრამ შვედეთთან შედარებით 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
საქართველოს ნაკრები კი ჯგუფში მე-5 ადგილზეა და ნათელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ამჯერადაც ვერ მოიპოვებს.








