ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სექტემბერში გასამარტი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა.
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაოს „ატლეტიკი“), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ „იუნაიტედი“), რობერტ სანჩესი („ბრაიტონი“).
მცველები: ჯორდი ალბა („ბარსელონა“), ხოსე გაია („ვალენსია“), სეზარ ასპილიკუეტა („ჩელსი“), მარკოს ლორენტე (მადრიდის „ატლეტიკო“), ერიკ გარსია („ბარსელონა“), აემერიკ ლაპორტი („მანჩესტერ სიტი“), ინიგო მარტინესი (ბილბაოს „ატლეტიკი“), რაულ ალბიოლი („ვილიარეალი“).
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეცი („ბარსელონა“), როდრი („მანჩესტერ სიტი“), კოკე (მადრიდის „ატლეტიკო“), მიკელ მერინო („რეალ სოსიედადი“), კარლოს სოლერი („ვალენსია“), ბრაის მენდესი (ვიგოს „სელტა“).
თავდამსხმელები: პაბლო ფორნალსი („ვესტ ჰემი“), პაბლო სარაბია (პსჟ), ფერან ტორესი („მანჩესტერ სიტი“), ადამა ტრაორე („ვულვზი“), ალვარო მორატა („იუვენტუსი“), ხერარდ მორენო („ვილიარეალი“), აბელ რუიზი („ბრაგა“).
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხა“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2 სექტემბერს შვედეთის ნაკრებს ესტუმრება, 5 სექტემბერს საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს მიიღებს, 8 სექტემბერს კი კვლავ სტუმრად, კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
🎒 OFICIAL | @LUISENRIQUE21 pasa lista en la 'vuelta al cole' de nuestros internacionales.
👥 Estos son los futbolistas convocados para los tres próximos encuentros de la @SeFutbol en la Fase de Clasificación a #Qatar2022.
🙌🏻 ¡Comienza un nuevo curso!
🇪🇸 ¡¡#VamosEspaña!! pic.twitter.com/J6fAcZdp8O
— Selección Española de Fútbol (@SeFutbol) August 26, 2021








