33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი მშობლიურ “კორინთიანსში” დაბრუნდა. ფეხბურთელმა ლონდონის “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ინფორმაციას ბრაზილიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი შემტევი მეთოფეებს გასულ ზაფხულს “ჩელსიდან” შეუერთდა და კლუბთან ერთად 37 მატჩიც ჩაატარა. ფეხბურთელს სხვადასხვა დროს “შახტარში” და “ანჟიში” უთამაშია.
ვილიანი ბრაზილიურ “კორინთიანსში” 2005-2007 წლებში გამოდიოდა, ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 33 წლის თავდამსხმელმა 2 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
Aqui eu nasci como jogador de futebol.
Após 14 anos estou de volta para continuar a escrever minha história no clube que amo.
Vai @Corinthians!!!👊#Willianédotimao #willian #cotinthians #vaicorinthians pic.twitter.com/VrvO8n6X6P
— Willian (@willianborges88) August 31, 2021





