24 წლის სენეგალელი ფეხბურთელი ფოდე ბალო-ტურე “მონაკოდან” კარიერას “მილანში” გააგრძელებს. იტალიურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერიმ” ახალგაზრდა მცველში ფრანგულ გუნდს 4 მილიონი გადაუხადა და ბონუსების გადახდაც მოუწევს. ბალო-ტურემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ცნობისთვის, სენეგალელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში “მონაკოს” მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.





