კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ჟორდი ალბასა და პედრი გონსალესის ტრავმები.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელს დაზიანება ბარძაყის არეში აქვთ მიღებული.
პედრი სავარაუდოდ 2-3 კვირას იუქმებს, ჟორდი ალბა კი ბლაუგრანას 3-4 კვირით გამოაკლდება.
გამოცდილი მარცხენა მცველი გუშინდელ მატჩში “ბაიერნის” წინააღმდეგ შესაცვლელი გახდა. ახალგაზრდა პედრიმ კი შეუცვლელად ითამაშა.





