“ოქროს ბიჭუნას” 2021 წლის ჯილდოს გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” 18 წლის ფეხბურთელი პედრი გონსალესი გახდა.
პედრიმ ტუტოსპორტის ყოველწლიურ გამოკითხვაში 318 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ადგილოსან ჯუდ ბელინგემს 119 ქულით აჯობა.
პედრი გასულ სეზონში ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შეუცვლელ წევრად იქცა, ახალგაზრდა ფეხბურთელი კოპა ამერიკას გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
“ოქროს ბიჭუნას” დაჯილდოვების ცერემონიალი 13 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.
Golden Boy, Golden @Pedri.#DreamTeen pic.twitter.com/88SGRcZyn0
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 22, 2021





