კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა: რონალდ არაუხომ, ანსუ ფატიმ, ფრენკი დე იონგმა, ფერან ტორესმა და პედრიმ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს.
ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე ელ კლასიკო გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიურ გუნდს ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებიც დაეხმარებიან.
პედრი და ფერან ტორესი კორონავირუსისგან განიკურნენ, რონალდ არაუხომ მოტეხილი ხელზე ოპერაცია გაიკეთა, ფრენკი დე იონგმა და ანსუ ფატიმ კი ტრავმები მოიშუშეს.
LATEST NEWS! @Pedri and @FerranTorres20 have been given medical clearance 💪💙❤ #ForçaBarça pic.twitter.com/f9UolzdhX6
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 11, 2022
კატალონიურ გუნდს მადრიდის “რეალთან” შეხვედრაში დანაკლისი მაინც ექნება, ბლაუგრანას მარტინ ბრაითვაითი, ერიკ გარსია და სერხი რობერტო დააკლდება.
LATEST NEWS! @RonaldAraujo939, @ANSUFATI, and @DeJongFrenkie21 have been given medical clearance 💪💙❤ #ForçaBarça pic.twitter.com/7IdScczYhA
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 11, 2022








