საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელები არიან. ინფორმაცია სლოვაკური კლუბის ვებ-გვერდმა დაადასტურა.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კლუბი ამასთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა ბოლოს ფრანგულ „ვალენსიენში“ გამოდიოდა, გურამ კაშია კი თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.
ქართველი ფეხბურთელების არჩევანის მთავარი მიზეზი ვლადიმირ ვაისის ფაქტორია, რომელიც „სლოვანში“ დანიშვნამდე 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.





