ლონდონის ჩელსის ოფიციალურმა გვერდმა, ცოტა ხნის წინ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული ფრენკ ლამპარდის შემცვლელის უკვე მოძებნა.
„ლურჯებს“ დორტმუნდის ბურუსიას და პსჟ-ს ყოფილი დამრიგებელი ტომას ტუხელი გაწვრთნის, მან ლონდონურ გუნდთან ერთნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შესაძლოა ერთი წლით კიდევ გაგრძელდეს.
Welcome to Chelsea, Thomas Tuchel! ✍️🔵 #WelcomeTuchel
— Chelsea FC (@ChelseaFC) January 26, 2021
შეგაზსენებთ, რომ ტუხელის ბოლო სამუშაო ადგილი ზემოთხსენებული პსჟ იყო, რომლიდანაც 2020 წლის 24 დეკემბერს გაათავისუფლეს.
გერმანელი სპეციალისტი პარიზულ კლუბს, 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, პსჟ-მ ორჯერ ლიგა 1-ის, ხოლო თითოჯერ კი, საფრანგეთს თასისა და ლიგის თასების მოგება მოახერხა.,
მან გასულ წელს პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც მიუნხენის ბაიერნთან 0:1 დამარცხდა.





