27 წლის ქართველი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე კარიერას “უიპეშტში” გააგრძელებს. ინფორმაციას უნგრული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი ფეხბურთელი “უიპეშტმა” 6-თვიანი იჯარით “ფეჰერვარიდან” დაიმატა.
27 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ვიცი, რომ ეს არის დიდი კლუბი დიდი ისტორიით, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “უიპეშტს” შევუერთდი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მინდა, რაც შეიძლება მალე ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო და მათთან ერთად ვიბრძოლო მოედანზე წარმატებისთვის“. – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბუდუ უნგრულ გუნდში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, გიორგი ბერიძესთან ერთად ისპარეზებს.
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში “ფეჰერვარის” მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
Zivzivadze lila-fehérben folytatja‼️✍🏻
A georgiai csatár kölcsönbe érkezik klubunkhoz.⬇️https://t.co/z38rFc2I97#hajrálilák pic.twitter.com/6rbIIYHYSc— Újpest FC (@ujpestfc1885) February 11, 2022








