იტალიის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი ალესანდრო ფლორენცი “რომადან” 1 წლიანი იჯარით კარიერას “მილანში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გამოცდილ ფეხბურთელი სტეფანო პიოლის გუნდში 25 ნომრიან მაისურს მოირგებს. იტალიელ მცველს სხვადასხვა დროს “კროტონეში” “ვალენსიასა” და “რომაში” უთამაშია.
გასული სეზონი ასევე საიჯარო ხელშეკრულებით “პსჟ”-ში გაატარა, სადაც 21 ჩატარებულ მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ფლორენცი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.
🖋️ The start of a new chapter, right Ale? 📖
🖋️ L’inizio di un nuovo capitolo, giusto @Florenzi? 📖#SempreMilan #NewPlayerUnlocked pic.twitter.com/3ui409M6o3
— AC Milan (@acmilan) August 21, 2021





