37 წლის მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელი სპეციალური პრიზით თბილისის “ლოკომოტივთან” მატჩის წინ დააჯილდოვეს.
ომარ მიგინიეშვილმა თავისი მთელი კარიერა ეროვნულ ლიგაში გაატარა. ვეტერანმა მეკარემ პროფესიონალური კარიერა სამტრედიას რიგებში დაიწყო.
მიგინეიშვილს სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოში”, თბილისის “ლოკომოტივში”, გორის “დილაში”, რუსთავში, თბილისის “საბურთალოსა” და თბილისის “დინამოში” უთამაშია.
37 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.
ომარ მიგინეიშვილმა პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში 238 მატჩი ჩაატარა.


