ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეცხრედ მოიგო.
გადამწყვეტ შეხვედრაში რეიტინგის სერბი ლიდერის მეტოქე რუსი დანიილ მედვედევი იყო, რომელსაც ტურნირზე გზად მხოლოდ ერთი რთული მატჩის ჩატარება მოუწია, დანარჩენი დაპირისპირებები კი მარტივად, სამ სეტში მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი უპირატესობას ამ მატჩში მედვედევს ანიჭებდა და მით უფრო იმიტომ, რომ რუსს ამ მატჩამდე 20-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებდა ზურგს, შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამ სეტში, საკმაოდ მარტივად 7:5 6:2 6:2 დაამარცხა მსოფლიო მეოთხე ჩოგანი და კარიერაში მეცხრედ მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობის მოგება, რაც ისტორიული და განუმეორებელი შედეგია.
ამ გამარჯვებით ნოლემ კარიერაში მე-18 გრენდ სლემი მოიგო და ლიდერებს, რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს მიუახლოვდა, რომელთაც 20-20 გამარჯვება აქვთ.
Game face 🔛🔒@DjokerNole x @DaniilMedwed #AusOpen | #AO2021 pic.twitter.com/ktzMoWbpYv
— #AusOpen (@AustralianOpen) February 21, 2021





