მიუნხენის ბაიერნის კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა.
ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, მისთვის მშობლიურ შალკეს 04-თან, მან კარი მშრალად შეინახა, რითაც ოლივერ კანის რეკორდი დაამხო.
34 წლის უკვე ლეგენდარულმა მეკარემ, გერმანიის ბუნდესლიგის 197 მატჩში კარი მშრალად შეინახა.
ამ ფაქტს ბაიერნის ოფიციალური გვერდი ძალიან საინტერესოდ გამოეხმაურა, მათ ბუნდესლიგის ლოგო შეცვალეს და მის მაგივრად მანუ ჩასვეს.
Bundesliga-Rekord! 🧱🧤@Manuel_Neuer bliebt heute zum 1⃣9⃣7⃣. Mal ohne Gegentor! 💪#GOATkeeper #NeuerTheWall pic.twitter.com/5jteqEBn87
— FC Bayern München (@FCBayern) January 24, 2021





