ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ისტორია დაწერა. 52 წლის სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.
ქართველმა მსროლელმა თავის მე-9 ოლიმპიადაზე 10-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე, 53 მონაწილეს შორის 31-ე ადგილი დაიკავა და ამ გამოსვლით ფინალში ადგილი ვერ მოიპოვა.
ნინო სალუქვაძის შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე ასე გამოიყურება: ოქრო (სეული 1988) ვერცხლი (სეული 1988) და ბრინჯაო (პეკინი 2008).
შეგახნენებთ, რომ სალუქვაძეს ამ გამოსვლით ასპარეზობა არ დაუმთავრებია. ის 29 ივლისს 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სკოლაში იასპარეზებს.








