საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო. ნიკა პირველ წრეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსს შეხვდა და სამ სეტში – 2:6, 6:0, 6:4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 4-ქულიანი უპირატესობით წააგო, თუმცა საკუთარი თავის მობილიზება მოახერხა და მეორე სეტში მეტოქე მშრალზე გაანადგურა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინაური იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს.








