მსოფლიოს მეორმოცე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ცნობილი მიზეზების გამო, შვილს მოახლოებული შობა-ახალი წელი სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
„მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება.
ჩემი საქმიდან გამომდინარე, ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი, რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა.
მაგრამ არაუშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ. მიყვარხარ და მენატრები”, – დაწერა ნიკამ.





