პოზნანის ლეხის ახალწვეულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა გუნდის ოფიციალურ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა:
მე ნიკა კვეკვესკირი ვარ საქართველოდან – ეროვნული ნაკრების და ახლა კი უკვე ლეხის ფეხბურთელი. ვთამაშობ ცენტრალურ ნახევარმცველად და ვფიქრობ, რომ შეტევების წამოწყებისას და ბურთით თამაშისას თავს კარგად ვგრძნობ, ეს ჩემი ძლიერი მხარეებია და შევეცდები, რომ ისინი გუნდს მოვახმარო.
ლეხი ჩემთვის პირველი ევროპული კლუბია, აქ თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და წინგადადგმული ნაბიჯია. გავაფორმე 6-თვიანი კონტრაქტი გახანგძლივების პერსპექტივით.
აქ ერთი ჩემი მეგობარი, ნიკა კაჭარავა თამაშობს და მან მიამბო გუნდის, ქალაქის შესახებ. ამიტომ, ახლა ლეხის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰავბეკის სახელს თავიდან უნგრულ ჰონვედს უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ის პოლონეთში გადავიდა, რაც ალბათ საფეხბურთო თვალსაზრისით მისთვის ბევრად უკეთესოა.





