საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კერძოდ, ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ნიკა კენჭაძე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სომეხ არმან ავაგიანს შეხვდა და აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა.








