პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში -79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი მოჭიდავე მერვედფინალში უკრაინელ ვალენტინ ბაბის დაუპირისპირდა, რომელიც 10:5 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამჯერად მალიკ შავაევი გახლდათ. კენჭაძე რუს სპორტსმენს დაძაბულ ბრძოლაში გაუმკლავდა და ერთქულიანი სხვაობით – 4:3 სძლია.
ნახევარფინალში ნიკა კენჭაძის პირისპირი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ახსარბეკ გულაევი წარსდგა, რომელთანაც ქართველი სპორტსმენი 4:5 დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ -97 კგ. წონით კატეგორიაში ნახევარფინალში ელიზბარ ოდიკაძე, რომლის მეტოქეც თურქი მოჭიდავე, სულეიმან კარადენისი იქნება.
ფინალური ბლოკი ხვალ, 20 აპრილს გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.








