საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯი, ნიკა ამაშუკელი წინსვლას 2022 წელსაც აგრძელებს. ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა ის იანვრის ორ ცენტრალურ მატჩზე დანიშნა.
22 იანვარს ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში, ინგლისის პრემიერშიფისა და ტოპ 14-ის ლიდერების “ლესთერ თაიგერსისა” და “ბორდოს” შეხვედრას განსჯის. ეს ტურის და ზოგადად ჯგუფური ეტაპის გამორჩეული თამაშია.
მანამდე, 15 იანვარს 27 წლის რეფერი ჩელენჯ ქაფის მე-3 ტურში ფრანგულ დერბის იმსაჯებს, რომელშიც “პერპინიანი” “ლიონს” მასპინძლობს.
ნიკას ჩემპიონთა თასზე დებიუტი დეკემბერში ჰქონდა და მაშინაც ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება იმსაჯა, როცა “კასტრი” “ჰარლექუინსს” ეთამაშებოდა.







