საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ თურქთში, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა.
თბილისური კლუბი სერბულ „რადნიკს“ შეხვდა და 0:1 წააგო. სერბებმა ერთადერთი გოლი მატჩის მე-40 წუთზე გაიტანეს. „რადნიკის“ შემტევმა, ზორან დანოსკიმ დინამოელების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში გიორგი ნემსაძემ გუნდის ძირითადი ბირთვი გამოცვალა და შანსი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა. თბილისელებს ანგარიშის გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა „დინამოს“ ფეხბურთლებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, კობოური, მექვაბიშვილი, პაპავა, სპორკსლეიდი, კუცია, იაშვილი, მარუჩიში, გაბედავა.
შეცვლაზე შემოვიდნენ: მიგინეიშვილი, ძოწენიძე, ხვადაგიანი, ქარდავა, გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, შულაია, კასტრო, წოწონავა, ორშულა.





