ბრაზილიელი ვარსკვლავი ახალ სკანდალში ეხვევა. ნეიმარს სამშობლოში მეტად მძიმე დანაშაულში სდებენ ბრალს. საუბარია შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზებაზე.
ბრაზილიელი დეპუტატი და ლგბტ აქტივისტი აგრიპინო მაგალიანშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ნეიმარზე ძებნის გამოცხადება მოითხოვა.
„პსჟ“-ს ბრაზილიელი ფორვარდის ადგილსამყოფელი ყველასთვის ცნობილია და არც ნეიმარია მიმალვაში. ამიტომაც, მასზე ძებნის გამოცხადება ცოტა აბსურდს ჰგავს, თუმცა ფაქტია.
ბრაზილიელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ნეიმარი ჰომოფობიური გამოხდომებით გამოირჩევა, რაც მისმა აქტივობამ გამოიწვია. აგრიპინო მაგალიანშს სან-პაულოს სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებით რეპორტაჟების სერია ჰქონდა, რამაც ნეიმარის გაღიზიანება გამოიწვიაო.
დეპუტატის თქმით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ადვოკატი დავი დე პაივა მას საერთოდ მოკვლითაც ემუქრებოდა. პოლიტიკოსი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 156 ათას ევროს ითხოვს და ამბობს, რომ ის ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას ვეღარ განაგრძობს, რადგან მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება.








