NBA-ში 2021 წლის ყველა ვარსკვლავის მატზე, რომელიც 7 მარტს ინდიანაპოლისში გაიმართება, სტარტერები დასახელდნენ. ყველაზე მეტი ხმა, როგორც მთელი პროცესის მანძილზე, საბოლოოდაც ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა მიიღეს.
საბოლოოდ დასავლეთ კონფერენციას კვლავ ლებრონ ჯეიმსი ულიდერებს, Team LeBron-ის ხუთეული ასეთი იქნება:
სტეფ კარი (7 all star)

ლუკა დონჩიჩი (2 all star)

ნიკოლა იოკიჩი (3 გზის all star)

კავაი ლეონარდი (5 all star)

„მეფე“ ლებრონ ჯეიმსი (17 all star)


აღმოსავლეთ კონფერენციას ბრუკლინ ნეთსის სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი ჩაუდგება სათავეში, მან ბოლო ორი გათამაშების ლიდერი, იანისი შეცვალა, რომელიც შემადგენლობაში რა თქმა უნდა კვლავ დარჩა. EAST-ის ძირითადი ხუთეული ასეთია:
ბრედლი ბილი (3 all star)

იანის ანტეტოკუნმპო (5 all star)

ჯოელ ემბიდი (4 all star)

კაირი ირვინგი (7 all star)

კევინ დურანტი (11 all star)










