საკრამენტო კინგსის გამთამაშებელმა დე’არონ ფოქსი, მსაჯის საჯაროდ კრიტიკისთვის 20,000 აშშ დოლარით დაჯარიმდა, ნათქვამია NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის განცხადებაში.
ფოქსი იმ კომენტარის გამო ისჯება, რომელიც 10 აპრილს იუტა ჯაზთან დამარცხების შემდეგ (112: 128) გააკეთა.
”ეს ამაზრზენი იყო. საქმე ჩემზე კი არა, მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევებზეა. თუ რამეს აფიქსირებთ ერთ მხარეს, მაშინ ის მეორე მხარესაც უნდა დააფიქსიროთ. და თუ ვინმეს სურს თქვენთან საუბარი უნდა, ამაზე ასე სწრაფად და უარყოფითად არ უნდა ირეაგირო”, – თქვა იმ დროს ფოქსმა.








